Travel Network News: Mai 2019

Montag, 6. Mai 2019

სახიობას კახური საღამო ვინერიაში

სახიობას კახური საღამო ვინერიაში

სახიობას კახური საღამო ვინერიაში 
მოგესალმებით, გეპატიჟებით 6 მაისს 20:00 საათზე ვინერიაში სახიობას კახურ საღამოზე, სადაც საქართველოს ამ ცხელ რეგიონს თავის გასტრონომიითა და მუსიკალური ისტორიით ახლოდან გაგაცნობთ.

ჩვენ მოგიყვებით ღვინისა და მუსიკის თავისებურებების ისტორიებს და განახებთ ადგილობრივ საკრავებს. თქვენ დააგემოვნებთ ღვინოს ტკბილეულთან ერთად, მოისმენთ კახური მუსიკალური დიალექტისთვის დამახასიათებელ ფორმებს და გაიგებთ რა განასხვავებს მას საქართველოს სხვა რეგიონებისგან.
ყურადღებით მოისმინეთ საღამოს განმავლობაში მოწოდებული ინფორმაცია, რადგან შემაჯამებელ გამოკითხვაში გამარჯვებულს საჩუქრად სპეციალურად შერჩეული კახური ღვინო გადაეცემა.
 
საღამო იქნება ქართულ ენაზე ინგლისური თარგმანით
ღირებულება: 60 ლარი*
*ღირებულებაში შედის 4 ღვინო და ტკბილეულის დაფა; ფასი შეიძლება შეიცვალოს მომავალ ღონისძიებებზე

უფასოდ ვეპატიჟებით კომპანიის თანამშრომელს სტუმრებთან ერთად.

ანსამბლი სახიობა ქართული ხალხური მუსიკის სიყვარულით ჩამოყალიბდა. სახიობა ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს, მწყობრ, ტკბილხმოვან მუსიკას. გუნდის მისიაა, თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა-საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში და მსმენელს ძველი სტილითა და თავდაპირველი ფორმით მიაწოდოს ქართული ფოლკლორი. 

ვინერია ქართული ღვინის კონცეპტუალური სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ღვინოზე ინტერაქტიური აქტივობებით მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. ეთნოგრაფიული შოურუმის ტურით ხვდებით ძველ ქართულ სახლში, სადაც ჩვენი სომელიე-კონსულტანტები ქართული მეღვინეობის შესახებ გიყვებიან საინტერესო ფაქტებს. სადეგუსტაციო მაგიდებთან უკვე გიხსნით როგორ დააგემოვნოთ და შეაფასოთ ღვინო. სალექციო სივრცეში კი, სხვადასხვა მასტერკლასებითა თუ პრეზენტაციებით, უკვე მეტ კონკრეტულ ინფორმაციას იღებთ ენოგასტრონომიის სფეროზე. 

ვინერიაში სახიობას სინთეზური საღამოების სერია ემსახურება ქართული კულტურის თავისებურებების გაცნობას მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ იკვეთება ენოგასტრონომიისა და მუსიკალური ხელოვნების გზები სხვადასხვა რეგიონებში. ამ სერიის ფარგლებში ვგეგმავთ როგორც ქართული კუთხეების, ისე მსოფლიო რეგიონების გაცნობას ინტერაქტიური ღონისძიებების სახით. დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია ღონისძიების დაგეგმვა ცალკეული ჯგუფებისთვის.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: ავეჯის გადაზიდვა, avejis gadazidva, ავეჯის გადაზიდვის სერვისი, გადამზიდი სერვისი, სატვირთო მანქანის გაქირავება, avejis gadazidvis servisi, avejis gadatana, ავეჯის გადაზიდვის სერვისი გადამზიდი, გაშლა-აწყობა, შესაფუთი მასალები, ავეჯის გადატანა